უფლისციხეში ექსკურსიის დროს პირველკლასელი დაშავდა

უფლისციხეში ექსკურსიის დროს პირველკლასელი დაშავდა. 7 წლის ბიჭი ძეგლ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადმოვარდა. დაცემისას მოზარდმა სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავებული კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.

„კლინიკაში შემოყვანისას ბავშვს აღენიშნებოდა წვივის ძვლის მოტეხილობა და სახის არეში ესკორაციები. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, წვივის მოტეხილობის გამო, კიდურზე თაბაშირის ნახვევი დაედო და დაუმუშავდა სახის არეში არსებული ესკორაციები. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან და გააგრძელებს ამბულატორიულ მკურნალობას“, - განაცხადა ტრავმატოლოგმა კოტე ლაცაბიძემ.

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელის განცხადებით, ბავშვი დაახლოებით 3-4 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა.

„უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟებულია ბარიერები, როგორც ჩანს, ექსკურსიაზე მყოფი მოზარდი სწორედ ამ გალავანზე ავიდა და იქიდან გადმოვარდა. მუზეუმის ტერიტორიაზე არის სპეციალური გაფრთხილებები უსაფრთხოებისთვის, თუმცა, მცირეწლოვანი ბავშვების თანმხლებმა პირებმაც მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა ბადრი გასპაროვმა.

იხილეთ ვიდეო: უფლისციხეში ექსკურსიის დროს პირველკლასელი დაშავდა

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა