გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმის პროკურორი - სასამართლომ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ამ გადაწყვეტილებას ველოდით, სასამართლომ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა.

აღნიშნულით ის სასამართლოს მიერ იაგო ნებიერიძისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას გამოეხმაურა.

"იაგო ნებიერიძემ ბრალად შერაცხული არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ აღიარა და თავს დამნაშავედ არ სცნობდა არც ერთ წარდგენილ ბრალდებაში.

რა თქმა უნდა, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ველოდით, ვინაიდან წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, ვიცოდით საქმეში რა მტკიცებულებები იყო, გამოვიკვლიეთ ყველა ეს მტკიცებულება, სასამართლოში დაიკითხა ყველა მოწმე და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება იყო ერთადერთი და სწორი.

წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით, დნმ-ის დასკვნებით, ექსპერტების დაკითხვებით, დადასტურებულია, რომ ბავშვის სხეულზე, მისი ხელიდან აღებულ ანაწმენდებზე და ბავშვის ტანსაცმელზე იაგო ნებიერიძის ბიოლოგიური მასალა იყო. ასევე, ბავშვის სისხლი იყო იაგო ნებიერიძის ტანსაცმელზე. აღნიშნულით და სხვა მტკიცებულებებით მტკიცდება სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა და იაგო ნებიერიძე წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო დამნაშავედ. მას საბოლოოდ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ბრალდების მხარის მოთხოვნას წარმოადგენდა. სასამართლო განაჩენში დაასაბუთებს რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა არაერთი, ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები. როგორიც იყო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, მოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები, საქმეში არსებული ფოტო და ვიდეომასალები", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

რაც შეეხება, გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით იაგო ნებიერიძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, პროკურორი აცხადებს, რომ ეს სიმართლე არ აღმოჩნდა.

"იმ საქმეში იაგო ნებიერიძე გამოკითხული იქნა მოწმედ, მან საგამოძიებო ორგანოს გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა, რაც გადამოწმებული იქნა და აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდა", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს დღეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?