აშშ-ის მთავრობა საქართველოს მეცხოველეობის განვითარებაში 10 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, Land O’Lakes International Development-თან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს ახალ პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს ფერმერებს გააუმჯობესონ სურსათის უვნებლობის სტანდარტები და ხარისხი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აშშ-ს საელჩოდან აცნობეს.

სასტუმრო რუმსის „გარდენ ჰოლში“, დღეს, 09:30 საათზე, Land O'Lakes International Development-ი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში განაცხადებენ 5-წლიანი პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ დაწყების შესახებ.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, „სურსათი პროგრესისთვის“ (Food for Progress SQIL) პროგრამის ფარგლებში და ითვალისწინებს 10 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებას, რომელიც მოხმარდება საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას.

5-წლიანი პროექტის საჯარო წარდგენა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში სურსათის უვნებლობის სტანდარტების და ხარისხის გაუმჯობესებას.

ღონისძიებას დაესწრებიან: ელიზაბეტ რუდი - საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან დავითაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ქრისტინ სტროსმანი - კანცლერი, აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აშშ-ის საელჩო თურქეთში, იეტონ სტაროვა - „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ პროექტის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.

პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა პროგრამაში ჩართლი 54,000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი ითვალისწინებს Land O’Lakes International Development-ის ტექნიკურ დახმარებას, ორგანიზაციის ინოვაციური და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მიდგომების გამოყენებასა და დანერგვას, იმისათვის, რომ გაიზარდოს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტები მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ღირებულებათა ჯაჭვებში „ფერმიდან სუფრამდე“ პრინციპით.

ზიანის შემცირებისა და პროდუქტიულობის გაზრდის გზაზე, პროექტი მიზნად ისახავს ფერმერების ხელშეწყობას მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის პროდუქტების დამატებით ბაზრებზე შევიდნენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია