მეუფე ეფრემი - დავით გარეჯი, ყველა მიწიერი თუ სულიერი კანონით, საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ეს გადახედვას არ ექვემდებარება

მშვიდობიანად უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი, რადგან დღეს დასაკარგი და დასათმობი არაფერი აღარ აქვს, რადგან ისედაც ბევრია დათმობილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა განუცხადა, რომელიც სასულიერო პირებთან ერთად დავით გარეჯში იმყოფება. დავით გარეჯში აქციის "გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია" მონაწილეები იკრიბებიან. როგორც მეუფემ აღნიშნა, აქცია მშვიდობიანია, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ დავით გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

"დავით გარეჯში, ჩვენს უწმინდეს და ისტორიულ ადგილზე შეიკრიბა ერი და ბერი, სამღვდელოება, მორწმუნენი, უამრავი ქართველი ადამიანი იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ ხმამაღლა დავადასტუროთ, რომ დავით გარეჯი ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია, საქართველოს უდიდესი სულიერი საგანძურია და ამის დათმობას, ქართველი ადამიანი არაფრის ხარჯზე, არანაირ ფასად არ აპირებს. ეს არის ჩვენი სათქმელი დღეს ყველას მიმართ, განსაკუთრებით ჩვენი მეზობლების მიმართ, შინაურების მიმართ და ესაა ჩვენი მშვიდობიანი შეკრების მიზანი. რა თქმა უნდა, ერთობით და ჩვენ შეგვწევს ძალა ყოველთვის გადამწყვეტ და კრიტიკულ მომენტში ერთად დავდგეთ", - აღნიშნა მეუფე ეფრემმა.

რაც შეეხება დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე პატრიაქის გუშინდელ განცხადებას, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ამბობს, რომ ქართველებს ეყოფათ გონიერება, რომ უპირველეს ყოვლისა პატრიარქს მოუსმინონ.

"ჩვენი შეკრება არანაირად არაა გათვლილი პროვოკაციაზე, ჩვენ გვეყოფა იმდენი გონიერება, იმისთვის, რომ მოვუსმინოთ უპირველეს ყოვლისა, ჩვენს პატრიარქს. მაგრამ მოთმინება არ ნიშნავს უმოქმედობას. ეს არის მშვიდობიანი აქცია და პირიქით, ამით ჩვენ გამოვხატავთ ქართველი ერის შინაგან სურვილს, რომ მოლაპარაკებები, რომელიც მიდის ორ ქვეყანას შორის დასრულდეს არა საზიანოდ, არამედ ორივე მხარის საკეთილდღეოდ. მაგრამ ის, რომ დავით გარეჯი, ცალსახად და ისტორიული სამართლიანობით, ყველა მიწიერი თუ სულიერი კანონით, საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ეს გადახედვას არ ექვემდებარება", - განაცხადა მეუფემ.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე