საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

მართალია ჩვენ ვერ გადავედით იმ სისწრაფით იმ განვითარების გზაზე, როგორსაც ქართველები და აზერბაიჯანელები ისურვებდნენ, მაგრამ 1991 წელს, ერთ დროს აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და შევუდექით იმავე განვითრების გზას, რომელსაც მივყვებით დღემდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალურ მიღებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ ხალხს, ქართული საზოგადოების სახელით, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„საქართველოს საზოგადოების სახელით, მინდა გადასცეთ თქვენს პრეზიდენტს ჩვენი ერთობლივი, მეგობრული მოლოცვა, რომელსაც მოითხოვს ჩვენი ახლობლური ურთიერთობა. ყველამ იცის, რომ ჩვენი ურთიერთობა, დაიწყო დიდი ხნის წინ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის, რაც ჩვენ ვიზეიმეთ გუშინწინ , ის, რასაც დღეს თქვენ ზეიმობთ. 100 წლის წინ ამ რეგიონმა გადადგა თავისი ძლიერი ნაბიჯები დამოუკიდებლობის, თავისუფლებისთვის გასწირა თავი და დაიწყო არსებობა, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ. როგორც თქვენმა, ასევე ჩვენმა ქვეყანამ. ჩვენ იმ დროს, ორივე ქვეყანას, გადადგმული გვქონდა ის ნაბიჯები, რასაც ჰქვია ქალების არჩევნებში მონაწილეობა, გენდერული დისკრიმინაცი არ არსებობდა და იმ დროს, შეიძლება ვიყავით კიდევ უფრო პროგრესული ქვეყნები, ვიდრე სხვები. იმ დროს ავირჩიეთ ერთობლივად, ევროპული გზა. მართალია გაიარა წლებმა და საბჭოთა იმპერიამ, მაგრამ ჩვენ ვერ გადავედით იმ სისწრაფით იმ განვითარების გზაზე, როგორც ქართველები და აზერბაიჯანელები ისურვებდნენ, ჩვენ მაინც 1991 წელს, ერთობლივად, ერთ დროს, აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და შევუდექით იმავე განვითრების გზას, რომელსაც მივყვებით დღემდე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა