ლისაბონის გრასას მონასტერში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ლისაბონის გრასას მონასტერში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პორტუგალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ბეშიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა გრასას მონასტრის წინამძღვარს მასპინძლობისთვის.

ელჩმა ისაუბრა მონასტერში დაცული და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით რესტავრირებული წმინდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანოს ისტორიულ მნიშვნელობაზე. რევაზ ბეშიძემ ყურადღება გაამახვილა პორტუგალიასთან ორმხრივ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე ხაზი გაუსვა პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. ელჩმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვან ასპექტებზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ პორტუგალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ლისაბონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მედიის, არასამთავრობო და კვლევითი ცენტრების, პორტუგალიაში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო. ქართველი მზარეულის, არჩილ შინჯიკაშვილის მიერ მიღებისთვის საგანგებოდ მომზადდა ქართული სამზარეულოს კერძები.

მიღების ფარგლებში ასევე გაიმართა ფოტოგამოფენა “Spectacular Georgia” და საქართველოს შესახებ ვიდეო-რგოლის ჩვენება.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა