ლინას ლინკევიჩუსი - ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე

ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩუსს შორის გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე, ჩვენი ქვეყნის მიღწეული პროგრესი იყო. ყურადღება გამახვილდა ლიეტუვის მხრიდან, საქართველოს დასავლური მისწრაფებების ურყევ მხარდაჭერაზე, რისთვისაც, ირაკლი კობახიძემ მინისტრს მადლობა გადაუხადა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპარლამენტის არჩევნებსა და მის შესაძლო გავლენაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე, ასევე, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით, სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

ლინას ლინკევიჩუსმა ქართულ მხარეს ლიეტუვის მხრიდან საქართველოს დასავლური მისწრაფებებისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ლიეტუვის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროპარლამენტში ჩატარებული არჩევნები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე გავლენას არ მოახდენს.

„ლიეუტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი არის საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია. საუბარი გვქონდა ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბარი, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე. ხაზი გავუსვით, რომ ლიეტუვის მხარდაჭერას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

რაც შეეხება ევროპარლამენტის არჩევნებს, ეს გავლენას არ იქონიებს იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ჩვენი მხრიდან გაგრძელდება ძლიერი ძალისხმევა, რათა საბოლოოდ მივაღწიოთ დასახულ მიზანს და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ, ამ ძალისხმევით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა