გიგა ბუკია ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე - არა თუ ორი, შესაძლოა,  სამი და მეოთხე პორტიც დაგვჭირდეს ჩვენ საქართველოში

არა თუ ორი, შესაძლოა, სამი და მეოთხე პორტიც დაგვჭირდეს ჩვენ საქართველოში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, სახელმწიფოს მხრიდან ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემა ნიშნავს თუ არა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ანაკლიის პორტზე უარს ამბობს, გიგა ბუკიამ განაცხადა, რომ ასე არ არის.

„არავითარ შემთხვევაში. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამობრძანებული და აბრეშუმის გზის პროცესი არის ბევრად გააქტიურებული. თუ ეს საკითხი ასე გადაწყდა, არა თუ ორი, შესაძლოა, სამი და მეოთხე პორტიც დაგვჭირდეს ჩვენ საქართველოში. ის რომ, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ანაკლიის კონსურციუმთან შეხვედრა და ორივე მხარემ აბსოლუტური მზადყოფნა გამოხატა და სრული პასუხისმგებლობით განაცხადეს, რომ მზად არიან თავის ვალდებულებებზე მეტი ვალდებულებები შეასრულოს და აიღოს... რაც შეეხება ფოთის თემას, მე მახსოვს ფოთის საკითხი ჯერ კიდევ 20-30წლის წინაც იყო აქტუალური და ეს უნდა ვკითხოთ ინვესტორებს.“- განაცხადა გიგა ბუკიამ.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს