ლევან დავითაშვილი ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა ფერმერების შეკითხვებს უპასუხა და ხაზგასმით აღნიშნა უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობის და საჭიროების შესახებ. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, ყურადღება დარგობრივი განათლების მნიშვნელობაზე, სერვისების გაუმჯობესებასა და საგრანტო დახმარებების საჭიროებაზე გამახვილდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშემწყობი პროექტების შესახებ და ახალგაზრდა ფერმერებს არსებულ პროექტებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ასოციაციებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ და ფერმერთა ასოციაციას აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე და მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ესწრებოდნენ.

იხილეთ ვიდეო: ახალგაზრდა ფერმერები სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდნენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა