სანდრო ბარამიძე - შალვა შავგულიძეს ხელისუფლება საშუალებას არ აძლევს, რომ შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო აგიტაცია სრულყოფილად ჩაატაროს

ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს შალვა შავგულიძეს ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას, რომ შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო აგიტაცია სრულყოფილად ჩაატაროს.

სანდრო ბარამიძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერიამ თვითნებურად ჩამოხსნა შალვა შავგულიძის ბანერები, რის შემდეგაც ბლოკმა მერიას ნებართვით მიმართა, რომ აღნიშნული ბანერები დაეკიდებინა. როგორც სანდრო ბარამიძემ განმარტა, გუშინ, თბილისის მერიისგან მიიღეს პასუხი, რომ მერიას სჭირდება საკითხი განიხილოს მშენებლობის ნებართვის გაცემის რეჟიმში და ასევე კულტურული მემკვვიდრეობის დაცვის რეჟიმში, ამისთვის კი დროს 4 ივნისამდე იღებს.

„ეს არის ტიპიური შემთხვევა, თუ როგორ შეიძლება კონსტიტუციით უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლების და ასევე საარჩევნო უფლების ნიველირება და დაქვეითება, რაღაც ბიუროკრატიულ ნორმებთან და წესებთან, რომლებიც არ ექვემდებარება არანაირ რეალურ და საღი აზრიდან გამომდინარე განსჯას. ამის მიზანი უბრალოდ არის ის, რომ ხელისუფლების ალტერნატიულ, რეალურ კანდიდატს შალვა შავგულიძეს შეუზღუდონ შესაძლებლობა, რომ სრულყოფილად ჩაატაროს თავის საარჩევნო აგიტაცია. ამ შემთხვევაში, არავითარი მშენებლობის ნებართვა, არავითარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზანი არ არის კავშირში ჩვეულებრივი სააგიტაციო მასალის გამოფენასთან. ამით, მერია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ განსხვავებულად ეპყრობა სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტებს და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს იმის მიხედვით, არის თუ არა ესა თუ ის ჯგუფი, მასთან კავშირში ან მასთან წინააღმდეგობაში. ის, რაც შეიძლებოდა „პატრიოტთა ალიანსისთვის“ და ალეკო ელისაშვილის მოძრაობისთვის, არ შეიძლება ჩვენი ბლოკისთვის, რადგან, როგორც ჩანს, ხელისუფლება მართლაც აღიქვამს რეალურ საფრთხეს, რომ ის წააგებს არჩევნებს მთაწმინდაზე", - განაცხადა ბარამიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სანდრო ბარამიძე - შალვა შავგულიძეს ხელისუფლება საშუალებას არ აძლევს, რომ შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო აგიტაცია სრულყოფილად ჩაატაროს

ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს შალვა შავგულიძეს ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას, რომ შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო აგიტაცია სრულყოფილად ჩაატაროს.

სანდრო ბარამიძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერიამ თვითნებურად ჩამოხსნა შალვა შავგულიძის ბანერები, რის შემდეგაც ბლოკმა მერიას ნებართვით მიმართა, რომ აღნიშნული ბანერები დაეკიდებინა. როგორც სანდრო ბარამიძემ განმარტა, გუშინ, თბილისის მერიისგან მიიღეს პასუხი, რომ მერიას სჭირდება საკითხი განიხილოს მშენებლობის ნებართვის გაცემის რეჟიმში და ასევე კულტურული მემკვვიდრეობის დაცვის რეჟიმში, ამისთვის კი დროს 4 ივნისამდე იღებს.

„ეს არის ტიპიური შემთხვევა, თუ როგორ შეიძლება კონსტიტუციით უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლების და ასევე საარჩევნო უფლების ნიველირება და დაქვეითება, რაღაც ბიუროკრატიულ ნორმებთან და წესებთან, რომლებიც არ ექვემდებარება არანაირ რეალურ და საღი აზრიდან გამომდინარე განსჯას. ამის მიზანი უბრალოდ არის ის, რომ ხელისუფლების ალტერნატიულ, რეალურ კანდიდატს შალვა შავგულიძეს შეუზღუდონ შესაძლებლობა, რომ სრულყოფილად ჩაატაროს თავის საარჩევნო აგიტაცია. ამ შემთხვევაში, არავითარი მშენებლობის ნებართვა, არავითარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზანი არ არის კავშირში ჩვეულებრივი სააგიტაციო მასალის გამოფენასთან. ამით, მერია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ განსხვავებულად ეპყრობა სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტებს და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს იმის მიხედვით, არის თუ არა ესა თუ ის ჯგუფი, მასთან კავშირში ან მასთან წინააღმდეგობაში. ის, რაც შეიძლებოდა „პატრიოტთა ალიანსისთვის“ და ალეკო ელისაშვილის მოძრაობისთვის, არ შეიძლება ჩვენი ბლოკისთვის, რადგან, როგორც ჩანს, ხელისუფლება მართლაც აღიქვამს რეალურ საფრთხეს, რომ ის წააგებს არჩევნებს მთაწმინდაზე", - განაცხადა ბარამიძემ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო