თბილისში მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე სანქციები დაწესდება

თბილისში მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე სანქციები დაწესდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით - 85 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ექვსი ახალი მუხლი ემატება, რომელთა გათვალისწინებით ადმინისტრაციული სანქციები წესდება: - თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე; ასევე, თბილისის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებაზე, მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსებაზე, ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირების წესის დარღვევაზე, ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას გზის სავალ ნაწილზე ბეტონის დაღვრაზე და ამტვერებადი მასალის სამშენებლო მოედანზე განთავსების წესის დარღვევაზე.

მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევა შემდეგი სახის ჯარიმები წესდება:

1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზემოხსენებული ნივთის/ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევა - ჯარიმა: ფიზიკური პირი - 500 ლარი, იურიდიული პირი - 1000 ლარი. განმეორების შემთხვევაში: ფიზიკური პირი - 1000 ლარი, იურიდიული პირი - 3000 ლარი.

2. იგივე ქმედება ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში - ჯარიმა:

ფიზიკური პირი - 1000 ლარი, იურიდიული პირი - 2000 ლარი. განმეორების შემთხვევაში: ფიზიკური პირი - 2000 ლარი, იურიდიული პირი - 6000 ლარი.

3. ზემოხსენებული ნივთიერებები განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებში - ჯარიმა: ფიზიკური პირი - 200 ლარი, იურიდიული პირი - 500 ლარი. განმეორების შემთხვევაში: ფიზიკური პირი - 500 ლარი, იურიდიული პირი - 1000 ლარი.

4. იგივე ქმედება ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში - ჯარიმა:

ფიზიკური პირი - 500 ლარი, იურიდიული პირი - 1 000 ლარი. განმეორების შემთხვევაში: ფიზიკური პირი - 1 000 ლარი, იურიდიული პირი - 3 000 ლარი.

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევაზე მინიმალური საჯარიმო სანქციაა - 500 ლარი, მაქსიმალური - 6 000 ლარი.

ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება - ჯარიმა: ფიზიკური პირი - 500 ლარი, იურიდიული პირი - 1000 ლარი. განმეორების შემთხვევაში: ფიზიკური პირი - 1000 ლარი, იურიდიული პირი - 2000 ლარი.

მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება - ჯარიმა: ფიზიკური პირი - 200 ლარი, იურიდიული პირი - 500 ლარი. განმეორების შემთხვევაში: ფიზიკური პირი - 500 ლარი, იურიდიული პირი - 1000 ლარი.

ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირების წესის დარღვევა:

1. მასალის გადაუხურავად ან არასათანადოდ გადახურულად ტრანსპორტირება - ჯარიმა: ფიზიკური პირი - 200 ლარი, იურიდიული პირი - 500 ლარი. განმეორების შემთხვევაში: ფიზიკური პირი - 500 ლარი, იურიდიული პირი - 1000 ლარი.

2. ამტვერებადი მასალისგან ძარაგაურეცხავი ან/და საბურავგაურეცხავი სატრანსპორტო საშუალების ქალაქში გადაადგილება - ჯარიმა: ფიზიკური პირი - 500 ლარი, იურიდიული პირი - 1000 ლარი. განმეორების შემთხვევაში: ფიზიკური პირი - 1000 ლარი, იურიდიული პირი - 2000 ლარი.

ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას გზის სავალ ნაწილზე ბეტონის დაღვრა - ჯარიმა: ფიზიკური პირი - 500 ლარი, იურიდიული პირი - 1000 ლარი. განმეორების შემთხვევაში: ფიზიკური პირი - 1000 ლარი, იურიდიული პირი - 2000 ლარი.

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სამშენებლო მოედანზე განთავსების წესის დარღვევა - ჯარიმა: ფიზიკური პირი - 500 ლარი, იურიდიული პირი - 2000 ლარი. განმეორების შემთხვევაში: ფიზიკური პირი - 1000 ლარი, იურიდიული პირი - 4000 ლარი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო