რომან გოცირიძე თამარ ჟვანიას - რატომ არის ცესკო  საარჩევნო პროცესში მმართველი პარტიის დამხმარე?

რატომ არის ცენტრალური საარჩევნო კომისია პასიურ როლში და რატომ არის საარჩევნო პროცესში მმართველი პარტიის დამხმარე? - ამ კითხვით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მიმართა, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ.

თამარ ჟვანია პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა პასუხის მისაღებად კითხვაზე, რა რეაგირებას ახდენს საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ დარღვევებზე.

„ჩვენი შეკითხვის მთავარი შინაარსი არის იმაში, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ რეაგირებს საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ დარღვევებზე. გვსურს მივიღოთ პასუხი, ზოგადად რას აკეთებს საარჩევნო კომისია, რატომ არის ხშირ შემთხვევაში პასიურ როლში და რატომ არის საარჩევნო პროცესში მმართველი პარტიის დამხმარე? იცის თუ არა ცესკოს თავმჯდომარემ, რომ ხდება და მათ შორის ამ შუალედურ არჩევნებზეც ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა, ხდებოდა ძალადობა და მანიპულაციები საარჩევნო უბანზე; ხედავდა თუ არა ტელევიზიით, საინფორმაციო საშუალებებით, თუ როგორ ძალადობდნენ ამომრჩევლებსა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილე ადამიანებზე; როგორ ერევა არჩევნებში ძალოვანი სტრუქტურები, მათ შორის სუს-ი; როგორ არიგებენ სხვადასხვა საოჯახო საქონელსა და ფულს ოჯახებში; რატომ არის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია თვალს ხუჭავს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში არსებულ დარღვევებზე?“ - მიმართა გოცირიძემ თამარ ჟვანიას.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო