პროექტი „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ გრძელდება

თბილისის საკრებულოში, შემეცნებით-კულტურული ხასიათის პროექტის, „თბილისის ისტორიები საკრებულოდან” ფარგლებში, დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს მიეძღვნა.

წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ და პროექტის ინიციატორის მარიკა დარჩიას თქმით, დღევანდელი ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმიანებოდა.

„პროექტი, რომელიც ქალაქის მასშტაბში მოქცეულ სხვადასხვა თემას, საინტერესო შენობებს, ინფრასტრუქტურასა და მოვლენას ეძღვნება, ამჯერად პირველ ივნისს დაემთხვა და გადავწყვიტეთ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან კავშირი გვეპოვა. ამიტომაც, დღეს, ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ პროექტის თემის სახელწოდება ,,სასახლე თბილისში“ გახლავთ; ეს არის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, რომელმაც არაერთი ახალგაზრდა აღზარდა“, - განაცხადა მარიკა დარჩიამ.

მათივე ინფორმაციით, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ეროვნული სასახლის ფოტოების გამოფენაც გაიმართა. სასახლის შესახებ საინტერესო ცნობები კი მისმა წარმომადგენლებმა აუდიტორიას საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის დარბაზში გააცნეს, სადაც ფილმის ჩვენებაც შედგა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

პროექტი „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ გრძელდება

თბილისის საკრებულოში, შემეცნებით-კულტურული ხასიათის პროექტის, „თბილისის ისტორიები საკრებულოდან” ფარგლებში, დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს მიეძღვნა.

წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ და პროექტის ინიციატორის მარიკა დარჩიას თქმით, დღევანდელი ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმიანებოდა.

„პროექტი, რომელიც ქალაქის მასშტაბში მოქცეულ სხვადასხვა თემას, საინტერესო შენობებს, ინფრასტრუქტურასა და მოვლენას ეძღვნება, ამჯერად პირველ ივნისს დაემთხვა და გადავწყვიტეთ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან კავშირი გვეპოვა. ამიტომაც, დღეს, ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ პროექტის თემის სახელწოდება ,,სასახლე თბილისში“ გახლავთ; ეს არის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, რომელმაც არაერთი ახალგაზრდა აღზარდა“, - განაცხადა მარიკა დარჩიამ.

მათივე ინფორმაციით, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ეროვნული სასახლის ფოტოების გამოფენაც გაიმართა. სასახლის შესახებ საინტერესო ცნობები კი მისმა წარმომადგენლებმა აუდიტორიას საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის დარბაზში გააცნეს, სადაც ფილმის ჩვენებაც შედგა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია