შს სამინისტრომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, კამპანიის - #მეტისიცოცხლისთვის ფარგლებში, ბავშვებს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო უსაფრთხოების სოციალური კამპანიის - #მეტისიცოცხლისთვის ფარგლებში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მოზარდებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე უმასპინძლა და მათთვის სხვადასხვა სახალისო აქტივობა დაგეგმა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე ბავშვების ცნობიერების ამაღლება.

„სამინისტროს ორგანიზებით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11:00

საათიდან დაიწყო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. დაწყებითი კლასის

მოსწავლეებს, მათ მშობლებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლო

ღონისძიებაზე დასწრება.

1 ივნისს ლისის ტბაზე ასულ მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ იმიტირებული ქალაქი, სადაც წარმოდგენილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კონსტრუქციები და გაიცემოდა საბავშვო მართვის მოწმობები. ასევე, მოზარდები გაეცნენ "112"-ის მობილური აპლიკაციის ინსტალაციას, სადაც ოპერატორებმა მათ აპლიკაციის გამოყენების წესები განუმარტეს.

გარდა ამისა, ლისის ტბის მიმდებარედ წარმოდგენილი იყო სამინისტროს სხვა დანაყოფების თემატური სივრცეები: "112"-ის შენობის მაკეტი, დაცვის პოლიციის საბავშვო ინსტალაციები. ექსპერტ-კრიმინალისტებმა კი ბავშვებს ქიმიური შოუ წარუდგინეს.

საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით, მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სტრატეგიულ თამაშში, რომლის გამარჯვებულებიც სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიება საბავშვო

სტუდიის კონცერტით დასრულდა“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს