აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ფერიის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, ამავე კომიტეტის წევრი ილია ვერძაძე და აპარატის წარმომადგენლები, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ფერიის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და პატარებს დღესასწაული მიულოცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, ტკბილეულთან ერთად, ბავშვთა სახლში საჩუქრად კომპიუტერი მიიტანეს და სადღესასწაულო განწყობის შექმნისათვის მხიარული ჯამბაზებიც მიიყვანეს. სახალისო თამაშებში ბავშვებთან ერთად უფროსებიც ჩაერთვნენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, სხვადასხვა ასაკის 200-მდე ბავშვი აქ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა