პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 3 -7 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ფედერალურ დონეზე შესწავლა. დელეგაციის წევრები ამერიკელი კოლეგების საქმიანობას გაეცნობიან და შეხვედრებს გამართავენ შემდეგ საკითხებზე: აშშ-ს მთავრობასა და კონგრესს შორის ურთიერთობების დინამიკა, როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა ფედერალურ და შტატების დონეზე; აშშ-ს კონგრესში კომიტეტების საქმიანობა საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების პროცესში; საკომიტეტო მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე და ფინანსებზე ზედამხედველობა; მოსამართლეთა დანიშვნის წესი და სასამართლოზე ზედამხედველობა; კონგრესის კვლევითი ცენტრის (CRS) საქმიანობის შესწავლა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდებიან კონგრესმენებს: ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს ჯერი კონოლის, წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარეს დევიდ ფრაის, ასევე, სტივ ვომაკს, ბარბარა ლისს, დინა ტიტუს და დაიან დიჯეტს.

დელეგატები მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე: ინოვაციური პარლამენტი - გარე ექსპერტების როლი. ვიზიტის ფარგლებში, ქართული საპარლამენტო დელეგაცია გამართავს არაფორმალურ შეხვედრას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ხელმძღვანელობასთან.

ქართველი პარლამენტარები და პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა შეხვედრებს გამართავენ: უზენაეს სასამართლოში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესის და ამერიკის უმაღლეს აუდიტორულ ოფისში (GAO), კონგრესის საბიუჯეტო ოფისში (CBO) და ამერიკის იურისტთა ასოციაციაში (ABA). დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან: პრესის წარმომადგენლებს, სადაც საუბარი იქნება პრესის როლზე კონგრესის ზედამხედველობით ფუნქციაში.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულია თემატური სესიების გამართვა, მათ შორის, კონგრესის კვლევითი სამსახურის შემადგენლობაზე და ოპერაციებზე. დელეგატები მიიღებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ იყენებს კვლევითი სამსახურის საქმიანობას კონგრესი და როგორ იღებს კვლევითი სამსახური გადაწყვეტილებებს.

ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები წარმომადგენლობითი პალატის გენერალურ მდივანთან და OPEN WORLD LEADERSHIP CENTER-ის პროგრამის მენეჯერთან.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, კახაბერ კუჭავა, ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო