მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ახალგაზრდები კამპანიას სახელწოდებით  „გამოიხედე“ იწყებენ

მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ახალგაზრდები იწყებენ კამპანიას სახელწოდებით - გამოიხედე! სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, კამპანია აქტიური უნდა იყოს თითოეული რიგითი ბიულეტინის გადასარჩენად. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიორგი მელაძის განცხადებით, შუალედური არჩევნების პირველ ტურზე მოსახლეობის აქტივობა იყო ძალიან დაბალი. ამიტომ ისინი ამომრჩევლებთან „კარდაკარის“ პრინციპით მისვლას და არჩევნების მნიშვნელობაზე საუბარს გეგმავენ.

„ორგანიზაციას ასევე აქვს ფეისბუქ გვერდი ‘’გამოიხედე’’ , ამ გვერდზე იქნება ყველა სიახლე რაც ამ კამპანიის ფარგლებში მოხდება, შეხვედრების და გადაადგილების ინფორმაცია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს და ჩაერთოს კამპანიაში“, - ნათქვამია გავრცელებულ განცადებაში.

„დღეს გვინდა დავაანონსოთ აქტივისტების კამპანია,რომლის მიზანიც არის მაქსიმალურად მეტი ამომრჩეველი დაარწმუნოს არჩევნების სიკეთეში, მოუწოდოს არჩევნებზე წასვლა და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩინოს რწმენა და დაარწმუნოს იმაში, რომ სახლში ჯდომას ყოველთვის ჯობია საარჩევნო ბიულეტენის გამოყენება, თავის უბანზე მისვლა პოზიციის დაფიქსირება. რადგან ეს არის სამოქალაქო კამპანია და მიზნად ისახავს არჩევნების როგორც ღირებულების გავრცელებას და საუბარს. კამპანია წამოიწყეს ახალგაზრდებმა, სპონტანურად არის შექმნილი და ამიტომაც ასე მოკლე დროში გვიწევს დაანონსება. იქნება ექსპერიმენტი და იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგ არჩევნებზე უფრო მეტი და სერიოზული ძალებით ვიქნებით ამ ყველაფერში ჩართული. ამჯერად ვიმუშავებთ მხოლოდ მთაწმინდის ოლქში, ვიმუშავეთ ოთხი დღის განმავლობაში და შევეცდებით ყველა ოჯახში მივიდეთ და ყველგან დავაკაკუნოთ. გვაქვს ასევე ფეისბუქ გვერდი „გამოიხედე’’, ამ გვერდზე იქნება ყველა სიახლე, რაც ამ კამპანიის ფარგლებში მოხდება, შეხვედრების და გადაადგილების ინფორმაცია. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და ჩაერთოს კამპანიაში“, - განაცხადა გიორგი მელაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა