ნატალი საბანაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ მამუკა ბახტაძე ბრიუსელში ვლადიმერ ზელენსკისთან შესახვედრად იმყოფება

ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალი საბანაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნატალი საბანაძემ განუცხადა, პრემიერი ბრიუსელში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებადაა ჩასული, რომელიც დღესაა დაგეგმილი.

„არავითარი შეხვედრა ზელენსკისთან დაგეგმილი და შეთანხმებული არ არის. ჩემი ხაზით არ გაკეთებულა ყოველშემთხვევაში. მამუკა ბახტაძე ზელენსკისთან შესახვედრად არაა ჩამოსული ბრიუსელში. პრემიერ-მინისტრი ჩამოსულია აშშ-ის მიღებაზე. დღეს ეწყობა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება. პრემიერ-მინისტრმა მისი ამერიკაში ვიზიტის წინ მიიღო მოწვევა და ჩათვალა, რომ ლოგიკური იქნებოდა ბრიუსელში ჩამოსვლა, ამ მიღებაზე დასწრება, სადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან ორივე მხრიდან, როგორც ევროკავშრიდან, ასევე აშშ-დან. ამის შემდეგ გააგრძელებს ვიზიტს აშშ-ში“, - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბრიუსელში მდებარე სასტუმროში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელინსკია გაჩერებული, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც იმყოფება. ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ ბახტაძე და ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის თემაზე ერთმანეთს შეხვდნენ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!