5 თვეში საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა 35%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის 5 თვეში, საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა 35%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ განუცხადეს.

კონსორციუმში ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მიწოდებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა პროგნოზირებულზე სწრაფად იზრდება.

უფრო კონკრეტულად, იანვარ-მაისის მონაცემებით, ფოთისა და ბათუმის პორტებმა 232,160 TEU გადაამუშვეს, რაც 34.9%-ით, ანუ 60,027 TEU-თი უფრო მეტია ვიდრე წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი, რაც 172,133 TEU-ს შეადგენდა.

ზრდის ძირითადი ნაწილი ფოთის პორტზე მოდის, კერძოდ, 60,027 TEU-დან 59,300 TEU-ით ფოთის პორტის მაჩვენებელი გაიზარდა, ხოლო ბათუმის პორტის საკონტეინერო ტვირთბუნვა მხოლოდ 727 TEU-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება მაისის თვის მონაცემებს, მაისში ქართულ პორტებში გადატვირთული კონტეინერების რაოდენობამ 49,797 კონტეინერი (TEU) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 27.8%-ით აღემატება.

აქედან 41,805 TEU, ანუ გადამუშავებული კონტეინერების 84% ფოთის პორტზე მოდის, ხოლო 7,992 TEU ბათუმის პორტზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა