მიხეილ სააკაშვილი ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას მხარდამჭერებს სთხოვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას მხარდამჭერებს სთხოვს. ვიდეომიმართვაში სააკაშვილი აღნიშნავს, მის პარტიას, „ახალი ძალების მოძრაობას“ ხელოვნური ბარიერები ჯერ კიდევ ექმნება რეგისტრაციის მხრივ და შესაძლოა, მისმა პარტიამ ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს. ამიტომ სააკაშვილმა დახმარებისთვის სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს მიმართა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ვიტალი კლიჩკოს პიროვნებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის ღირსეული ადამიანი და მისი ძველი მეგობარია.

„თუ წავალთ „უდარში“, ამ შემთხვევაში ამ პარტიის შეცვლა მოგვიწევს ფუნდამენტურად. პირველ რიგში იქ ბევრი ადამიანია, რომლებიც ბოლო მომენტამდე პოროშენკოსთან იყვნენ. ამიტომ, მე მგონია, რომ თუ ერთად წავალთ, ამ ადამიანებისგან უნდა გავთავისულდეთ, რომლებიც ბოლო წუთამდე პოროშენკოს ლოიალურად ემსახურებოდნენ. იქ ასევე არიან გარკვეული ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულები არიან კორუფციასთან და მათგანაც უნდა გავთავისუფლდეთ და უფრო მეტიც, მივაღწიოთ მათ ციხეში გაშვებას. ესეც გარკვეული წინაპირობაა განახლებისა და ახალი გაერთიანების“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რაც შეეხება მეორე გზას, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ გზის არჩევის შემთხვევაში დიდი ალბათობით „ახალი ძალების მოძრაობა“ არჩევნების მიღმა აღმოჩნდება.

„არის კიდევ მეორე ვარიანტი. თუ ამ წინადადებას არ ვიღებთ და ამ არჩევნებზე არ მივდივართ, მაშინ ჩემი გუნდი, „ახალი ძალების მოძრაობა“, შეიძლება ყველა არჩევნების მიღმა აღმოჩნდეს. ესეც არჩევანია, მაგრამ მე მესმის, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ახლა დახმარება სჭირდება, მათ შორის პარლამენტში, ასევე ახალი კადრებით. იმისთვის, რომ დავეხმაროთ, აუცილებელია მხოლოდ პასიური დამკვირვებლები არ ვიყოთ, არამედ მონაწილეობა უნდა მივიღოთ პროცესში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს მისი პარტიის ხელმძღვანელობა შესთავაზა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა