სერგო რატიანმა პარლამენტს მიმართა, შესაბამისი უწყებებისგან ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის იმ რეკომენდაციების შესრულება მოითხოვოს, რაც სამოხელეო დანაშაულს ეხება

„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტს მიმართა, შესაბამისი უწყებებისგან ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის იმ რეკომენდაციების შესრულება მოითხოვოს, რომელიც სამოხელეო დანაშაულს ეხება.

პარლამენტის მხრიდან ამგვარი მოწოდების გაკეთების ინიციატივა სერგო რატიანმა ბიუროს სხდომაზე დასვა.

„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გამოძიების პროცესში, ასევე რეკომენდაციები, რომელიც გასცა კომისიამ, იყო მნიშვნელოვანი, ქმედითი და ზუსტი. რჩება რეკომენდაციების მეორე ნაწილი, რომელიც ჯერ შესრულებული არ არის და შესასრულებელია. ამაზე საუბრობს სახალხო დამცველიც. ეს რეკომენდაცია ეხება სამოხელეო დანაშაულის გამოძიებას. ფაქტი სახეზეა, რომ საქმეზე გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდიოდა და არის გარკვეული დარღვევები, რომელიც აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. მე მინდა თქვენი მოწოდება იყოს ამ მიმართულებით”, - განაცხადა რატიანმა ბიუროს სხდომაზე.

როგორც რატიანის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტი მზად არის მიიღოს ინფორმაცია, თუ როგორც სრულდება გაცემული რეკომენდაციები.

“ჩვენ არაერთხელ გადავუხადეთ საჯაროდ მადლობა კომისიის ხელმძღვანელობას, თითოეულ წევრს გაწეული სამუშაოსათვის. ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო შესრულებული სამუშაო. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მართალს ბრძანებთ, რომ იქ არის დამატებით ინფორმაციის მოძიების საჭიროება პარლამენტის მხრიდან. მზად ვართ კონსულტაციებისთვის, იმისათვის, რომ დამატებით მივიღოთ ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ სრულდება დადგენილებით განსაზღვრული რეკომენდაციების მეორე ნაწილი“, - განაცხადა კობახიძემ სერგო რატიანის საპასუხოდ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს