დავით ჭიჭინაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე თუ დადასტურდა, რომ ვინმემ ვინმეს ხელი დააფარა, მთელი ვერტიკალის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თუ დადასტურდა, რომ ვინმემ ვინმეს ხელი დააფარა გამოძიების პროცესში, არამარტო გამომძიებლების, არამედ მთელი ვერტიკალის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დაუსჯელობა მსგავსი ტიპის დანაშაულების წახალისებას უწყობს ხელს.

„არამარტო გამომძიებლების, არამედ მთელი ვერტიკალის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს ხორავას საქმესთან დაკავშირებით თუ დადასტურდა, რომ ვინმემ ვინმეს ხელი დააფარა გამოძიების მიმდინარეობის პროცესში. დადასტურების შემთხვევაში, ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ ე.წ. ხელის დაფარება მოზარდებში აჩენს დაუსჯელობის განცდას, რამაც შესაძლოა, ისინი წაახალისოს. შესაბამისად, აუცილებელია ყველა პირი დაისაჯოს, ვისი ბრალეულობაც ამ კუთხით დამტკიცდება", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს