ცივი იარაღის გაყიდვაზე რეგულაციები იცვლება, მის უკანონოდ ტარებაზე კი სანქციები მკაცრდება

ცივი იარაღის გაყიდვაზე რეგულაციები იცვლება, მის უკანონოდ ტარებაზე კი სანქციები მკაცრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ბექა დოჭვირმა სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებულ ახალ კანონპროექტზე ისაუბრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი კანონპროექტით, ცივი იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები იცვლება. ამჟამად კანონპროექტის განხილვა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მიმდინარეობს.

შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თქმით, ცივი იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებული დღეს არსებული რეგულაცია არის საკმაოდ მწირი. შესაბამისად, მათ საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა შეისწავლეს და მიიჩნიეს, რომ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები ცივი იარაღის მიწოდებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს მისი გაყიდვა მაგალითად, სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე და ბავშვის სათამაშოებთან ერთად.

„იქნება ლიცენზია. მისი საფასური იქნება ძალიან მცირე - 100 ლარის ოდენობით. დაწესდება რეგულაციები, კონკრეტულ ადგილებზე და შენობებზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ პირმა შეძლოს ცივი იარაღით ვაჭრობა. ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ, რომ მეწარმეები, რომლებიც დღეს ახორციელებენ ცივი იარაღის რეალიზაციას, დასჭირდებათ გარკვეული პერიოდი და კანონპროექტში გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი იმისთვის, რომ ახალ რეგულაციებთან მიმართებაში მოხდეს ადაპტირება“,-აცხადებს ბექა დოჭვირი.

რაც შეეხება ცივი იარაღის ტარებას, სანქციები აღნიშნულის მიმართულებითაც მკაცრდება. თუკი დღეს მხოლოდ მხოლოდ ორი ადმინისტრაციული ჯარიმა უნდა დაეწერა სამართალდამცველ უწყებას პირისთვის, რომ შემდგომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაკისრებოდა, ახალი რეგულაციების თანახმად აღნიშნული შეიცვლება. თუკი პირი ერთხელ ჩაიდენს ასეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევას და შემდგომ ერთი წლის განმავლობაში სამართალდამცველები მეორეჯერ აღმოუჩენენ ცივ იარაღის უკანონოდ ტარებას, მას დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამასთან, თუკი მოქმედი კანონმდებლობით, დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით ითვალისწინებდა, სანქცია გაიზარდა და იქნება 1 წლის ვადით.

„მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება კონკრეტული კრიტერიუმები, მას შემდეგ რაც კანონპროექტი იქნება მიღებული. აქვე ცალსახად მინდა აღვნიშნო, ეს რეგულაციები არ შეეხება საოჯახო, სასოფლო-სამეურნეო, სახელოვნებო დანიშნულების ცივ იარაღს, ანუ ისეთ ცივ იარაღს რომელსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ. ანუ ახალი რეგულაციები შეეხება ცივ იარაღს, რომელსაც ადამიანები ატარებენ, რომ სხვებს მიაყენონ ზიანი. მაგალითად, სლენგი რომ ვიხმაროთ, ე.წ. "ბაბოჩკა" დანები, ფიქსატორიანი დანები, რომლებიც თავისი დანიშნულებით არ გამოიყენება რაიმე სამეურნეო დანიშნულებით, ან მას არ გააჩნია სუვენირული დანიშნულება“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა