ქუთაისში ახლად რეაბილიტირებული მე-10 და 32-ე საჯარო სკოლები გაიხსნება

საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ქუთაისში მე-10 და 32-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა, რის შედეგადაც, 1450 -მდე მოსწავლეს გაუუმჯობესდა სასწავლო გარემო. საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში აღნიშნული სკოლების სასწავლო ინფრასტრუქტურა სრულად რეაბილიტირდა და აღიჭურვა თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით. აღნიშულ ინფორმაციას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახლად რეაბილიტირებული ქუთაისის #10 საჯარო სკოლა 6 ივნისს, 12:30 საათზე, ხოლო 32-ე სკოლა - 13:00 საათზე, ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ენტონი უელჩერი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგენიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან. ფონდი საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო პროექტს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტით/გრანტით ახორციელებს.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონებში 78 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა განხორციელდა, რომელთაგან 8 სკოლა ქუთაისში მდებარეობს.

ჯამში, 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის შედეგად, სასწავლო გარემო 40 ათასამდე მოსწავლეს გაუუმჯობესდება. პროექტის ბიუჯეტი 54 მილიონი აშშ დოლარია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს