კობა კობალაძის ინიციატივით, 209-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები რაბათის ციხეს მოინახულებენ

ავჭალა-გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე, თბილისის 209-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელების მიწვევით მოსწავლეების მიერ მომზადებულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ახალგაზრდებმა სხვადასხვა ავტორის შემოქმედების შესახებ საკუთარი ნააზრევი წარმოადგინეს . ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, 209-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ვუმასპინძლე და საჩუქრად წიგნები გადავეცი. ახალგაზრდები დამპირდნენ, რომ მათი წაკითხვის შემდგომ შთაბეჭდილებებს გამიზიარებდნენ. დღეს შედგა ეს შეხვედრა და მინდა მადლიერება გამოვხატო სკოლის დირექციის მიმართ.

ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტულია სათანადო განათლების მიცემა მომავალი თაობებისთვის. განათლებული თაობის გარეშე შეუძლებელია ყოველგვარი წინსვლა და განვითარება. ჩვენი ქვეყნის მომავალი სწორედ ასეთი ნიჭიერი და ერუდირებული ახალგაზრდებისაა“, - განაცხადა დეპუტატმა.

კობა კობალაძე 209-ე სკოლის მოსწავლეებს დაჰპირდა, რომ სადეპუტატო ბიუროს მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეები რაბათის ისტორიულ ციხეში გაემგზავრებიან.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

კობა კობალაძის ინიციატივით, 209-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები რაბათის ციხეს მოინახულებენ

ავჭალა-გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე, თბილისის 209-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელების მიწვევით მოსწავლეების მიერ მომზადებულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ახალგაზრდებმა სხვადასხვა ავტორის შემოქმედების შესახებ საკუთარი ნააზრევი წარმოადგინეს . ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, 209-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ვუმასპინძლე და საჩუქრად წიგნები გადავეცი. ახალგაზრდები დამპირდნენ, რომ მათი წაკითხვის შემდგომ შთაბეჭდილებებს გამიზიარებდნენ. დღეს შედგა ეს შეხვედრა და მინდა მადლიერება გამოვხატო სკოლის დირექციის მიმართ.

ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტულია სათანადო განათლების მიცემა მომავალი თაობებისთვის. განათლებული თაობის გარეშე შეუძლებელია ყოველგვარი წინსვლა და განვითარება. ჩვენი ქვეყნის მომავალი სწორედ ასეთი ნიჭიერი და ერუდირებული ახალგაზრდებისაა“, - განაცხადა დეპუტატმა.

კობა კობალაძე 209-ე სკოლის მოსწავლეებს დაჰპირდა, რომ სადეპუტატო ბიუროს მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეები რაბათის ისტორიულ ციხეში გაემგზავრებიან.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო