უკრაინამ მინსკის შეხვედრაზე დონბასის ბლოკადის მოხსნის საკითხი დააყენა

მინსკში სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელზეც უკრაინის წარმომადგენელმა, ექს-პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სეპარატისტული-უკონტროლო რაიონებისთვის ეკონომიკური ბლოკადის მოხსნის იდეა დააყენა. ამის შესახებ განცხადება ეუთოს წარმომადგენელმა მინსკის ჯგუფში, მარტინ საიდიკმა გააკეთა. მისი თქმით, ამ წინადადებას მხარი დაუჭირეს სხვა მხარეებმაც და ის განხილულ იქნება შემდეგ სხდომაზე, ეკონომიკურ ქვეჯგუფში.

თვითონ კუჩმას სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ვრცლად არ უსაუბრია. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ სხდომამ პირველად ჩაიარა კონსტრუქციულ გარემოში.

„ფაქტობრივად, ჩვენ ჩამოვედით უკრაინის პრეზიდენტის საგზაო რუკით. მას ნამდვილად სურს, რომ მშვიდობა იყოს ამ რეგიონში“, - განაცხადა კუჩმამ.

კუჩმას პრეს-მდივანმა დარკა ოლიფერმა კი „ბიბისის“ განუცხადა, რომ ისაუბრეს იმაზე, რომ პრობლემა არსებობს და ის უნდა გადაიჭრას. „ლეონიდ კუჩმას მიაჩნია, რომ ეს ქმედებები ორმხრივი უნდა იყოს“, - აღნიშნა პრესმდივანმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა