ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლება გვეუბნება, რომ სისტემა კარგია 2024 წლიდან, მაგრამ არ ვარგა 2020 წელს, რაც არალოგიკურია

არალოგიკურია ის, როცა ხელისუფლება გვეუბნება, რომ სისტემა კარგია 2024 წლიდან, მაგრამ არ ვარგა 2020 წელს, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობის მოთხოვნისთვის საჭირო 300 ათასამდე შეგროვებული ხელმოწერის პრეზენტაცია გაიმართა.

„თუ სისტემა კარგია, ის კარგია დღესაც და ხვალაც. ჩვენ ხელისუფლებამ პრაქტიკულად გვითხრა, რომ მას 2024 წლამდე სჭირდება გარანტირებული ხმები, ამის მერე კი კიდევ რამეს მოიფიქრებს. ეს მიუღებელია. ჩვენ ქვეყნის სტაბილურობის და განვითარებისთვის გვჭირდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. არჩევნები, როცა პარტია პარლამენტში იქნება იმდენი ხმით წარმოდგენილი რამდენი ხმაც მან მიიღო მოსახლეობისგან. ეს არის ერთადერთი გამოსავალი რომ ქვეყანა გამოვიდეს ჩიხიდან. მოხარული ვარ, რომ ოპოზიციამ ამ საკითხზე შევძელით გაერთიანება",- განაცხადა ბურჯანაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება