ლევან დავითაშვილი - თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ, რომ სურსათის უვნებლობის კუთხით ცნობადობის ამაღლება არის უმნიშვნელოვანესი

ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ სურსათის უვნებლობის კუთხით ცნობადობის ამაღლება არის უმნიშვნელოვანესი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცნობილია, გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 7 ივნისი სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ეს დღე მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, წელს პირველად აღინიშნება.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ღონისძიების მთავარი გზავნილია ის, რომ სურსათის უვნებლობა ყველას გვეხება.

„სურსათის უვნებლობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია თითოეული ჩვენგანისთვის. ზუსტად, წლევანდელი ზეიმის დევიზი არის ის, რომ სურსათის უვნებლობა თითოეულ ჩვენგანს გვეხება, იმიტომ, რომ კონცეფცია „ფერმიდან სუფრამდე" მოიცავს მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლს, დაწყებული უვნებელი პროდუქციის წარმოებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია მიწოდება, შენახვისა და ასევე გამოყენების პირობები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ ცნობადობის ამაღლება სურსათის უვნებლობის კუთხით არის უმნიშვნელოვანესი, პირველ რიგში, ჯანდაცვის მიზნების მისაღწევად და მეორე, მნიშვნელოვანია ასევე მწარმოებლებისთვის კონკურენტუნარიანი, უვნებელი და ხარისხიანი პროდუქციის საწარმოებლად“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, „საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის" თავმჯდომარემ მანანა კოიძემ საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სურსათის უვნებლობის კუთხით, ქვეყანაში გარკვეული წინსვლა შეიმჩნევა.

„ყველას გვახსოვს გარკვეული პერიოდი, როდესაც სურსათის ეროვნული სააგენტო იყო უმოქმედო, უფუნქციო. დღეს ძალიან გააქტიურებულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის უვნებლობა. საქართველო არის ის ბაზარი, სადაც უნდა შემოდიოდეს და შემოდის კიდეც უვნებელი და ხარისხიანი პროდუქტი“, - აღნიშნა მანანა კოიძემ.

ღონისძიებას ევროკავშირის დელეგაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა