განზრახ მკვლელობასა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დამნაშავედ ცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 24 ნოემბერს ღამით, ქ.ბათუმში, სამორინე ,,პრინცესაში" ლ.უ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით უზბეკეთის მოქალაქე ორ ქალს ი.ზ.-ს და ხ.მ.-ს დანით ჭრილობები მიაყენა: ი.ზ. -ს გულ-მკერდის და ფეხის არეში, ხოლო ხ.მ. -ს სახისა და სხეულის არეში ხუთი ჭრილობა. მიღებული დაზიანებების შედეგად ი.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ლ.უ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლ.უ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ