კახა კალაძე - ელექტრომობილების გაზიარების პროექტით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს

ყველა ვიამაყებთ იმით, რომ საქართველოში გვეყოლება ელექტრონულ ძრავზე მომუშავე ელექტრომობილები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ ასევე ავტომობილების გაზიარების პროექტზე ისაუბრა, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ელექტრომობილის აყვანა და გადაადგილება.

„მინდოდა კიდევ ერთი სიახლე გამეცნო თქვენთვის და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იამაყებს ამით. ჩვენ დედაქალაქის მთავრობამ კონკრეტულ ბიზნესთან, კერძო სექტორთან ერთად გავაკეთეთ ძალიან მაგარი პროექტი, ეს არის ავტომობილების გაზიარება ანუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სმარტფონზე გადმოიწეროს აპლიკაცია და ქალაქის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებული ელექტრომობილები აიყვანოს და შემდეგ შეძლოს გადაადგილება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას მოესურვება. ეს არის ძალიან კომფორტული, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება. სხვათაშორის ბევრ ევროპულ, განვითარებულ ქალაქშია და ძალიან მიხარია, რომ ჩვენც შევძელით დედაქალაქშიც ამ პროექტის განხორციელება. დღეს უკვე ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ პროექტით. ხდება ავტომობილების გაზიარება და ძალიან კომფორტულია მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ადამიანების მხრიდან იყო მცდელობა, რაღაც სისულელეები ეთქვათ ამ პროექტთან დაკავშირებით, თითქოს რუსული კომპანია არის ამ ყველაფრის დამკვეთი. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და ძალიან დიდი სიცრუე,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ახალი ავტომობილიც წარმოადგინა, რომელიც ქუთაისის ქარხანაში უნდა დამზადდეს და გაზიარების პროექტს შეემატება.

„დღევანდელი ჩვენი ჩართვის მიზეზია წარმოგიდგინოთ ავტომობილი, რომელიც დაემატება ამ ავტომობილების გაზიარების პროექტს. ეს არის ავტომობილი, რომლის წარმოებაც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა. ქუთაისში ხდება ამ საწარმოს გაკეთება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში მოხვდება ამ ავტომობილების წარმოება და ასევე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენ შევძლებთ ამ პროექტით ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმებას და, რა თქმა უნდა, ყველა ვიამაყებთ იმით, რომ საქართველოში გვეყოლება ელექტრონულ ძრავზე მომუშავე ელექტრომობილები, რაც ძალიან მაგარია. თუ რატომ არის მაგარი ელექტრომობილები, ყველამ ვიცით - ვიცით, რა მდგომარეობაა განსაკუთრებით თბილისში ეკოლოგიის თვალსაზრისით, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და დღეს ჩვენ ქალაქში გვჭირდება ძალიან ბევრი ელექტრომობილი, რომ ეს გამონაბოლქვი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, იყოს მოწესრიგებული. გარდა ამისა, სხვა ბევრი პროექტია განსახორციელებელი, როგორც გამწვანების მიმართულებით, ისე სამშენებლო რეგულაციების მოწესრიგების კუთხით, რაც დაწყებული გვაქვს და საერთო ჯამში, ჩვენ ყველა მივიღებთ იმ შედეგს, რაც ყველას გვინდა, რომ ეკოლოგიურად ქალაქში იყოს სუფთა მდგომარეობა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა