ხანძრისგან შექმნილი ვითარების შესასწავლად, "ჩაინა ლილო სითის" ტერიტორიაზე "ჯი პი აი ჰოლდინგის" წარმომადგენელი მივიდა

სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგის" წარმომადგენელი ირაკლი გვასალია "ჩაინა ლილო სითის" ტერიტორიაზე მივიდა.

სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, სავაჭრო ობიექტზე ხანძრის შედეგად შექმნილ ვითარებას გაეცნობა. ამასთან, ის არ აკონკრეტებს, რამდენ მოიჯარეს ჰქონდა "ჯი პი აი ჰოლდინგში" დაზღვეული სავაჭრო საქონელი და სავაჭრო ობიექტი.

ამასთან, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს, ესაუბრა "ჩაინა ლილო სითის" მფლობელი ლაურა ღაჭავა. მან კომპანიის წარმომადგენელს განუმარტა, რომ სავაჭრო საქონელი არის ჩინელების, ხოლო ქონება მისია, რომელიც "ჯი პი აი ჰოლდინგს" აქვს დაზღვეული.

რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგელის თქმით, პირობების შესაბამისად მოხდება ზარალის ანაზღაურება.

"ზარალის ოდენობას დაითვლიან შესაბამისი ექსპერტები. მე ვარ სადაზღვევოს წარმომადგენელი. აღსაწერად მოვედი, რა ვითარებაა. ვაპირებ, გავესაუბრო უშუალოდ ჩემს დაზღვეულებს", - განაცხადა გვასალიამ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.10.2025
თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც აჯიბადემის კლინიკათა ქსელიდან მსოფლიოს წამყვანი ორთოპედ-ქირურგი ხელმძღვანელობდა
საქართველოს უნივერსიტეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნას უერთდება