ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელი კომპანიის ადვოკატი უარყოფს გავრცელებული ინფორმაციას, რომ ვერტმფრენი უცნაურ ხმებს გამოსცემდა და  მფრინავი მის დატესტვას ცდილობდა

ამ ეტაპზე ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი არ არის, სურათის სრულად აღდგენა და დოკუმენტაციის მოძიება მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელი კომპანიის „ავიატორ +“-ის ადვოკატმა კახა წერეთელმა განუცხადა.

როგორც წერეთელი აცხადებს, კომპანიის თანამშრომლები და ხელმძღვანელები გუშინ მცხეთის სამხარეო პოლიციაში გამოიკითხნენ.

„გამოიკითხნენ კომპანიის თანამშრომლები, მათ შორის, კომპანიის ხელმძღვანელიც. თუ გამოძიება ჩათვლის დამატებით საჭიროდ მათ გამოკითხვას, გამოიკითხებიან.

გამოძიებას ინფორმაცია მივაწოდეთ ვერტმფრენის მომსახურებასთან, შეძენასთან, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც ბუნებრივია, გამოძიებას აინტერესებს. ამ ეტაპზე ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი არ არის, სურათის სრულად აღდგენა და დოკუმენტაციის მოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა წერეთელმა.

მისივე განმარტებით, ვერტმფრენი შემოწმებას პერიოდულად გადიოდა და უარყოფს გავრცელებულ ინფორმციას, რომლის მიხედვითაც, ბოლო პერიოდში, ვერტმფრენი უცნაურ ხმებს გამოსცემდა და სწორედ, მის დატესტვას ცდილობდა მფრინავი.

„ჩემი ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლები მსგავს რამეს გამორიცხავენ.

დოკუმენტების მიხედვით და გამოკითხვების შედეგად რაც იკვეთება, არის ის, რომ ეს ვერტმფრენი იყო ახალი - ერთი წლის ტექნიკა. ის პერიოდულად ყველა აუცილებელ შემოწმებას გადიოდა, როგორც შესაბამისი ქართული სამსახურების მიერ, ასევე მწარმოებლის მიერ, ვინაიდან ეს ვერტმფრენი საგარანტიო პერიოდში იმყოფებოდა. ბოლო ტესტირება 22 მაისს გაიარა“, - აღნიშნავს ადვოკატი.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ იმყოფებოდა ვერტმფრენში მფრინავთან და მის დამხმარესთან ერთად მესამე პირიც, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს დარღვევა არ ყოფილა.

„ეს ადამიანი კომპანიის თანამშრომელი იყო და ამასთან დაკავშირებით, არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა. ვერტმფრენი 5 ადამიანზე იყო განკუთვნილი, მათ შორის, მფრინავიც შედის. შესაბამისად, 3 ადამიანის იქ ყოფნა პრობლემა არ იყო. ეს პრობლემა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი, ვერტმფრენი ორადგილიანი იქნებოდა.

ძალიან დიდი ინტერესი აქვს კომპანიასაც, რომ კატასტროფის რეალური მიზეზი დადგინდეს. ფაქტია, რომ ეს შემთხვევა მოხდა. თავადაც აწარმოებენ მოკვლევას და გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობენ. რა თქმა უნდა, კითხვები მათაც აქვთ“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, „ავიატორ +“-ის კუთვნილი ვერტმფრენი ყაზბეში 6 ივნისს ჩამოვარდა. შემთხვევას ვერტმფრენში მყოფი სამი პირის სიცოცხლე ესმხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში