ირანის საგარეო უწყება - აშშ-ს სანქციები მიუთითებს, რომ ვაშინგტონის შეთავაზება გულწრფელი არ ყოფილა

აშშ-ის მიერ ირანისთვის დამატებითი სანქციების დაწესება ნათლად მიუთითებს, რომ ვაშინგტონის წინადადება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გულწრფელი არ ყოფილა, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავიმ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მისივე თქმით, სულ ერთი კვირის მოცდა გახდა საკმარისი, რომ აშშ-ის წინადადება მოლაპარაკებების თაობაზე უსარგებლო გამხდარიყო.

აშშ-მ პარასკევს სანქციები დაუწესა მსხვილ ირანულ ნავთობქიმიურ ჰოლდინგს, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (ირანის ისლამური რესპუბლიკის სპეცსამსახურების გაერთიანება) არაპირდაპირი ფინანსური მხარდაჭერისათვის. აშშ ირანთან ბირთვული ენერგიის თაობაზე 2015 წელს დადებული მრავალმხრივი შეთანხმებიდან შარშან გამოვიდა და მას შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა სულ უფრო მწვავდება. მაისში აშშ-მ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი სამხედრო გემებისა და ბომბდამშენი თვითმფრინავების რაოდენობა სპარსეთის ყურეში. დონალდ ტრამპმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე გამოთქვა ირანთან მოლაპარაკების დაწყების სურვილი, მათ შორის წინასწარი პირობების გარეშე, თუმცა ირანს ამ მოლაპარაკებების დაწყების სურვილი არც აქამდე გამოუხატავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა