სუდანის ოპოზიცია მოსახლეობას დაუმორჩილებლობისა და საპროტესტო აქციების გაგრძელებისაკენ მოუწოდებს

სუდანის ოპოზიცია მოსახლეობას დაუმორჩილებლობისა და საპროტესტო აქციების გაგრძელებისაკენ მოუწოდებს. ისინი აცხადებენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებები აუცილებელია და სუდანის სამხედრო საბჭომ ქვეყნის მართვა უნდა შეწყვიტოს. ბოლო პერიოდის განმავლობაში სუდანში გახშირდა საპროტესტო აქციებზე მოქალაქეთა დაკავებისა და მკვლელობის ფაქტები.

ამასთანავე, რამდენიმე დღის წინ სუდანელმა სამხედროებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა მხოლოდ 46-ია.

შეგახსენებთ, რომ სუდანს 30 წლის განმავლობაში ომარ ალ-ბაშირი მართავდა, რომელიც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების გამო იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. მიმდინარე წლის აპრილში სუდანის არმიამ გადატრიალება მოაწყო და მას შემდეგ ქვეყანას სამხედრო საბჭო მართავს.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს