ავღანეთში ჰაქანის ტერორისტული ქსელის 12 მეთაური გაანადგურეს

ავღანეთის აღმოსავლეთში, ჰოსტის პროვინციაში სპეცოპერაციისას „ჰაქანის“ ტერორისტული ქსელის 12 მეთაური გაანადგურეს. ოპერაცია უშიშროების ეროვნული დირექტორატის სპეცრაზმმა ჩაატარა. აღნიშნულ ინფორმაციას „Tolo News“-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქსელის კიდევ ერთი მებრძოლი დაჭრეს და სამი დააპატიმრეს. ოპერაციისას ამოიღეს დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალები.

„ჰაქანის ქსელი“ „თალიბანის“ სერიოზულ მოკავშირედ მიიჩნევა. ისინი აქტიურად მოქმედებენ ჰოსტის, პაკტიას და პაკტიკას პროვინციებში. 2012 წელს აშშ-მ ეს ქსელი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა ავღანეთის სამთავრობო სტრუქტურებზე და ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის შემდეგ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს