„საპარტნიორო ფონდის“ პროექტებით, ჰონგ-კონგელი და იაპონელი ინვესტორები დაინტერესდნენ

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჰონგ-კონგისა და იაპონიის საქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორი ფონდიდან“ აცნობეს, ოფიციალური დელეგაციის წევრები „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო პროექტებით ინტერესდებიან. მათივე ცნობით, ფონდში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფონდის მენეჯმენტმა დელეგაციის წევრებს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე საინვესტიციო პროექტები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობასა და საინვესტიციო მიმართულებით, ქვეყანის კონკურენტულ უპირატესობებზე.

დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში გატარებული ფუნდამენტური რეფორმების წყალობით, საქართველომ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა თავისი პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებსა და თანამეგობრობის წინაშე, შესაბამისად, სხვადასხვა სფეროში უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად იქცა რეგიონში.ჰონგ-კონგისა და იაპონიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და საინვესტიციო წინადადებების დეტალურად გაცნობის სურვილი გამოთქვეს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა