ოთარ კახიძე ვოლსკის - „ნაცმოძრაობის“ დეპუტატები რომ იყვნენ და დღეს თქვენი პარტიული კოლეგები არიან, ისინი არ მონაწილეობდნენ იმ საშინელ რაღაცებში და ჩვენ ვმონაწილეობდით?

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები რომ იყვნენ და დღეს თქვენი პარტიული კოლეგები არიან, ის ხალხი არ მონაწილეობდა იმ საშინელ რაღაცებში და ჩვენ, აქეთა ფლანგი ვმონაწილეობდით?“ - ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოთარ კახიძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის მიმართა, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლებს წინა ხელისუფლების პერიოდში მომხდარი ძალადობრივი შემთხვევები შეახსენა.

თავის მხრივ, ოთარ კახიძემ დეპუტატებს შეახსენა, რომ პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, მათ კენჭი უნდა უყარონ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას კანდიდატურას, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში პროკურატურაში მაღალ თანამდებობას იკავებდა.

„ამ განცხადებების შემდეგ, ამ დარბაზში გამოდის ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც მაშინ, როდესაც მე იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდი, ის პროკურატურაში მაღალ თანამდებობას იკავებდა, შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ მოადგილესთან ერთად. აქ როგორ არის, მე ვმონაწილეობდი იმ საშინელ რაღაცებში, თქვენ რომ ჩამოთვალეთ და ვიღაცები, ვინც დღეს თქვენთან მუშაობენ, ამაში არ მონაწილეობდნენ? ასე გაქვთ დალაგებული და გაყოფილი თუ როგორ არის? „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები რომ იყვნენ და პარლამენტში ყველა კანონს ხმას აძლევდნენ, დღეს რომ თქვენი პარტიული კოლეგები არიან, ის ხალხი არ მონაწილეობდა და ჩვენ, აქეთა ფლანგი ვმონაწილეობდით? ეს რანაირად გაქვთ დალაგებული მაინტერესებს.

51-ე სკოლის უფროსკლასელები - თამარ ჭოველიძე და ნათია ბაშალეიშვილი 9 აპრილს ნიჩბებით რომ დაჩეხეს და გაზით გაგუდეს, ამის შემდეგ რომ იმავე რეჟიმის მსახური იყავით, ეს როგორ ჯდება ან თქვენ მორალს ვის უკითხავთ?!“ - მიმართა კახიძემ გია ვოლსკის.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს