პროკურორი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს იულია სუსლიაკს ბრალის აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზეს

არასრულწლოვნებით ვაჭრობასა და ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის საქმის პროკურორი უარყოფს, რომ ბრალდებულს რაიმე გარიგება შესთავაზეს. როგორც პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა განმარტა, სიცრუეა ის ბრალდებები, რომელიც იულია სუსლიაკის მეუღლის, იური სუსლიაკის და მისი ოჯახის წევრების მხრიდან მოდის, თითქოს ბრალდებულს შესთავაზეს ბრალის აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმება და გათავისუფლება.

„ეს არ შეესაბამება სიმართლეს და არის ტყუილი. პროკურატურიდან იური სუსლიაკს არავინ დაკავშირებია. არანაირ შეთავაზებას რაიმე გარიგებასთან დაკავშირებით იური სუსლიაკთან ან ბრალდებულ იულია სუსლიაკთან მიმართებაში ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა პროკურორმა.

მარიამ გოგორელიანმა ასევე უარყო კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც არასრულწლოვნებზე ზეწოლას ეხებოდა.

„ტყუილია, რომ რაიმე სახის ზეგავლენა ხდებოდა არასრულწლოვნებზე. პირიქით, ჩვენ ყველანაირად ვიზრუნეთ, რომ სათანადო გარემოში ყოფილიყვნენ მოთავსებულები, სადაც დაკმაყოფილებული იქნებოდა მათი ყველა სახის საჭიროება, ასევე იქ გაეწეოდათ შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარება, რადგან მართლაც, სანამ ჩვენთან მოვიდოდნენ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. მოხდა ორი არასრულწლოვანის გამოკითხვა და ვინაიდან იყვნენ უკრაინის მოქალაქეები, მოხდა შეთანხმება, უკრაინის სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა და ბავშვები წაიყვანეს უკრაინაში", - განაცხადა გოგორელიანმა.

რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, როგორც პროკურორი ამბობს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მას არ მიმაჩნია მიზანშეწონილად მტკიცებულებებზე და იმ საგამოძიებო მოქმედებებზე საუბარი, რომელსაც ბრალდების მხარე მომავალში ჩაატარებს.

სასამართლომ არასრულწლოვნებით ვაჭრობასა და ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

პროკურორი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს იულია სუსლიაკს ბრალის აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზეს

არასრულწლოვნებით ვაჭრობასა და ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის საქმის პროკურორი უარყოფს, რომ ბრალდებულს რაიმე გარიგება შესთავაზეს. როგორც პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა განმარტა, სიცრუეა ის ბრალდებები, რომელიც იულია სუსლიაკის მეუღლის, იური სუსლიაკის და მისი ოჯახის წევრების მხრიდან მოდის, თითქოს ბრალდებულს შესთავაზეს ბრალის აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმება და გათავისუფლება.

„ეს არ შეესაბამება სიმართლეს და არის ტყუილი. პროკურატურიდან იური სუსლიაკს არავინ დაკავშირებია. არანაირ შეთავაზებას რაიმე გარიგებასთან დაკავშირებით იური სუსლიაკთან ან ბრალდებულ იულია სუსლიაკთან მიმართებაში ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა პროკურორმა.

მარიამ გოგორელიანმა ასევე უარყო კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც არასრულწლოვნებზე ზეწოლას ეხებოდა.

„ტყუილია, რომ რაიმე სახის ზეგავლენა ხდებოდა არასრულწლოვნებზე. პირიქით, ჩვენ ყველანაირად ვიზრუნეთ, რომ სათანადო გარემოში ყოფილიყვნენ მოთავსებულები, სადაც დაკმაყოფილებული იქნებოდა მათი ყველა სახის საჭიროება, ასევე იქ გაეწეოდათ შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარება, რადგან მართლაც, სანამ ჩვენთან მოვიდოდნენ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. მოხდა ორი არასრულწლოვანის გამოკითხვა და ვინაიდან იყვნენ უკრაინის მოქალაქეები, მოხდა შეთანხმება, უკრაინის სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა და ბავშვები წაიყვანეს უკრაინაში", - განაცხადა გოგორელიანმა.

რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, როგორც პროკურორი ამბობს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მას არ მიმაჩნია მიზანშეწონილად მტკიცებულებებზე და იმ საგამოძიებო მოქმედებებზე საუბარი, რომელსაც ბრალდების მხარე მომავალში ჩაატარებს.

სასამართლომ არასრულწლოვნებით ვაჭრობასა და ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია