კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე სამართალდამცავებისა და სასამართლო კორპუსის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი ტრენინგი მიმდინარეობს

საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, კორუფციული საქმეების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის თემაზე ქართველი სამართალდამცავებისა და სასამართლო კორპუსის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი ტრენინგი მიმდინარეობს. სასწავლო კურსი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ გახსნეს. ტრენინგის მიზანი მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლება, წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ქვეყანაში ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, სასწავლო პროცესს ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული უცხოელი ექსპერტები უძღვებიან. 2-დღიანი პროგრამის ფარგლებში ძირითადად განხილული იქნება: საგამოძიებო ტექნიკა და სტრატეგია, კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლები, მტკიცებულებების სტანდარტი და ერთობლიობა, მათი დასაშვებობა სასამართლო ეტაპზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები და საერთაშორისო თანამშრომლობა.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, სასამართლო კორპუსის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები მონაწილეობენ. ტრენინგი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის“ ფარგლებში არსებული პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მხარდაჭერით მიმდინარეობს. ერთობლივი სწავლება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საერთო გამოწვევებზე, აქტუალურ საკითხებზე მსჯელობასა და ერთობლივი მიდგომების ჩამოყალიბებას.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს