საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოქალაქეებს ბანაობისას უსაფრთხოების ნორმების დასაცავად, რეკომენდაციით მიმართავს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოქალაქეებს ბანაობისას უსაფრთხოების ნორმების დასაცავად, რეკომენდაციით მიმართავს.

როგორც პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველოს თბილისის სამმართველოს უფროსმა, ნოდარ ჭუმბაძემ განაცხადა, პირველ რიგში, წყლით მოსარგებლეებმა არ უნდა ისარგებლონ იმ ტერიტორიით, რომელიც ბანაობისთვის არ არის გამოყოფილი და საჭიროა მაშველების მითითებები გაითვალისწინონ.

ამასთან, ნასვამ დგომარეობაში არ უნდა შევიდნენ იმ ტერიტორიებზე, რომელთა ზედაპირისა და ფსკერის თავისებურებები არ იციან.

"რეკომენდაციის სახით, მობანავეთა და წყლით მოსარგებლეებს შეგვიძლია მივუთითოთ და ვთხოვოთ, რომ პირველ რიგში გაითვალისწინონ: საბანაოდ გამოყოფილ ტერიტორიაზე, სადაც არის მინიმუმამდე დაყვანილი ნებისმიერის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი გარემოება, გთხოვთ, რომ ნუ ისარგებლებთ ამ ზონაში ბანაობით. უნდა დაემორჩილონ მაშველთა მითითებებს და რჩევა-დარიგებებს საფრთხის შემცველ გარემოებებთან დაკავშირებით, ნასვამ მდგომარეობაში არ უნდა შევიდნენ საბანაოდ იქ, სადაც საერთოდ აკრძალულია ბანაობა. ტერიტორიები, რომლებიც არ არის შესაბამისად აღჭურვილი, სადაც საფრთხე დიდი ალბათობით მაღალია და მაშველების მიერ არ კონტროლდება. საუბარია იმ ტერიტორიაზე, რომელზე არ იციან როგორც ზედაპირის, ისე ფსკერის თავისებურებები. სწორედ აქედან გამომდინარე ჩნდება იმის საშიშროება, რომ მობანავეს შეექმნას საფრთხე", - აღნიშნა ნოდარ ჭუმბაძემ.

მისი თქმით, 2017-2018 წლების განმავლობაში, დახრჩობას გადარჩენილების დაახლოებით 150-მდე შემთხვევა ფიქსირდება. სიკვდილიანობა კი, მისივე თქმით, 7-დან 10-მდე მერყეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო