გიორგი კაკაურიძე - დიახ, 2016 წელს პრემიერმა თქვა, რომ 2020 წლამდე 800 კმ გზის დაგება მოესწრებოდა, მაგრამ ვერ მოესწრო, რა ვქნა ახლა?

„დიახ, 2016 წელს პრემიერმა თქვა, რომ 2020 წლამდე მოესწრებოდა 800 კმ გზის დაგება, მაგრამ ვერ მოესწრო. რა ვქნა ახლა?“ - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის კითხვას, მართალია თუ არა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ასეთი პირობა დადო.

კაკაურიძის განმარტებით, იმისათვის, რომ პრემიერის დაპირების მიხედვით, 2020 წლისთვის 800 კმ გზის დაგება დასრულებულიყო და 3.5 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯულიყო, 2017, 2018 და 2019 წლების ბიუჯეტი სხვანაირად უნდა დაგეგმილიყო.

„800 კმ გზა რომ დაგებულიყო 2020 წლამდე, მაგ შემთხვევაში სხვანაირად უნდა დაგეგმილიყო 2017, 2018 და 2019 წლების ბიუჯეტი. როდესაც დაიგეგმა 2019 წლის ბიუჯეტი, იქ არაერთხელ იქნა განმარტებული, რომ 2020 წელს ეს პროექტები ვერ დასრულდება. ყველა პროექტის დასრულებას, დაწყებიდან 4 წელი მაინც დასჭირდება. დიახ, თქვა პრემიერმა, რომ 2020 წლამდე მოესწრებაო, მაგრამ ვერ მოესწრო. რა ვქნა ახლა,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს