გიგა ბოკერია სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ეს არის პირდაპირი საფრთხე მედიისა და პოლიტიკური დისკუსიის თავისუფლებისთვის

ეს არის პირდაპირი საფრთხე მედიისა და პოლიტიკური დისკუსიის თავისუფლებისთვის, რომელსაც ამართლებენ ვითომ კეთილშობილური "დროშით" სიძულვილის ენის წინააღმდეგ. მაშინ, როცა ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი არიან სიძულვილის მებაირახტრეები, - ამის შესახებ " ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ის პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ სიძულვილის ენასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ბოკერიას თქმით, სიძულვილის ენას თვითრეგულირება და პოლიტიკური პრინციპები სჭირდება და არა სახელმწიფოს ჩარევა. მისი თქმით, აღნიშნულის განხორციელების შემთხვევაში მძიმე შედეგი დადგება.

„ჩვენ ყველამ ვიხილეთ დღეს, როგორ განაახლა ივანიშვილის გუნდმა ბატონი კობახიძის პირით ძალიან საგანგაშო მცდელობა მედიის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის. თქვენ გახსოვთ, რომ ამის სპიკერი იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც გამოაცხადა, რომ ე.წ ფეიქ ნიუსთნ ბრძოლის საბაბით უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაო. შემდეგ მათ დაიწყეს ლაპარაკი სიძულვილის ენაზე. ამას დაემთხვა ბატონი კვიციანის ინიციატივა გრძნობების დაცვაზე და შემდეგ, ჩვენ ვნახეთ მარეგულირებელი კომისიის მთავარი ინსტრუმენტის, ივნიშვილის რეჟიმის კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ საუბრობს, რომ მათი კონტროლი უნდა გავრცელდეს არმარტო მაუწყებლობზე, სადაც ისინი ლიცენზიას გასცემდნენ ადრე, არამედ მთელ ინტერნეტსივრცეზე. ქცევის კოდექსი, რომელიც თვითრეგულირების საკითხს წარმოადგენს - ანუ, როგორი უნდა იყოს რეპორტაჟი, როგორი უნდა იყოს ჟურნალისტური სტანდარტი, რასაც აქამდე 2007 წელს მიღებული კანონით არეგულირებდა თვითონ მედია, ახლა ეს უნდა გადავიდეს სახელმწიფოს ხელში ან მარეგულირებლის-ბატონი ბექაურის ხელში და ამათი სასამართლოების, მურისიძის სსამართლოს ხელში",-განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ის და მისი პოლიტიკურ გუნდი იღებს მმართველი პარტიის გამოწვევას და ამ ინიციატივას კანონიერი მეთოდებით დაუპირისპირდება.

"ჩვენ ვნახეთ , საპრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის დროს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ აკრძალვა სცადა სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კლიპების. ამაზე სრულიად აბსურდული პოზიციაც დააფიქსირა მაშინ, როცა საკანონმდებლო საბაბიც არ ჰქონდათ. ახლა უნდათ, რომ შეცვალონ ეს საბაბი, რომ ეფექტურად შეზღუდონ სიტყვის და მედიის და პოლიტიკური ოპონენტების სიტყვის თავისუფლება საპრლამენტო არჩევნების წინა პერიოდში და იმოქმედებენ სრულიად უტიფრად. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს გააჩნია სამაგალითო კანონმდებლობა სიტყვის და პრესის თავისუფლების თვალსაზრისით. ეს არ არის ჩემი აზრი, ეს გახლავთ საყოველთაო აზრი. 2004 წელს მიღებული კანონი არის ერთ-ერთი საუკეთესო კანონი პილიტიკური დისკუსიისა და სიტყვის თავისუფლების , არამარტო მთელ რეგიონში, არამედ ვიტყოდი, რომ გარეთაც კი. ახლა მათ სურთ ეს საფუძველი გამოაცალინ ჩვენს დემოკრატიას, რადგან არიან შეშფოთებულები დიდი საპარლამენტი არჩევნების წინ. ეს მართლაც საგანგაშო ვითარებაა, მინდა ,მოვუწოდო ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ ჯგუფს, სამოქალაქო საზოგადოებას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამას. ხელისუფლებამ გამოგვიცხადა, რომ სრულიად უკომპრომისო, აბსოლუტურ დაპირისპირებაზე მოდის და უნდათ, რომ მოასწრონ ეს საარჩევნო სეზონის დაწყების წინ. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გამოწვევა და ყველა დემოკრატიული, კანონიერი მეთოდით დავუპირისპირდეთ მათ და მძიმე პოლიტიკური ფასი გადავახდევინოთ, რადგან აირჩიეს სრული კონფრონტაცია საზოგადოებასთან და დემოკრატიულ ოპოზიციასთან. ჩვენ უნდა მივიღოთ და ვიღებთ ამ გამოწვევას", - აცხადებს გიგა ბოკერია.

იხილეთ ვიდეო

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს