ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვარში ხეზე გააკრეს პლაკატები: „არა ლგბტ პროპაგანდას საქართველოში“, „არა მამათმავლობის პროპაგანდას და არა სოდომისტებს“. აქციის ორგანიზატორების თქმით, ამის სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში, ვერის ბაღში გამართულ შეკრებას.
ერთ-ერთი ორგანიზატორის ხატია ჯანაშია თქმით, მათ მხოლოდ პლაკატების გაკვრა და საკუთარი აზრის დაფიქსირება სურდათ.
„მხარს ვუჭერთ თბილისში გამართულ აქციას, ვემიჯნებით იმ ადამიანებს, ვინც ცდილობს დაამკვიდროს ლგბტ თემის პროპაგანდა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოში მათ კერძო საკუთრებაში შევარდნია ვინმე, ასე არ ვებრძვით მათ. არ ვღებულობთ და არც მივიღებთ ლგბტ პრაიდს. მოვუწოდებთ მათ, ვინც მათი მომხრეა და ცდილობს საზოგადოებას მოახვიოს მათი პროპაგანდა და ზეწრები, შეწყვიტონ ხალხის გამოწვევა და ნერვებზე თამაში“, - აღნიშნა ჯანაშიამ.
მისივე თქმით, დღევანდელი შეკრება ექსპრომტად იყო დაანონსებული, მომავალში კი დარწმუნებულია, რომ ქუჩაში ბევრად მეტი ადამიანი გამოვა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"