რომან გოცირიძე მმართველ გუნდს მიმართავს, ნუ ახდენს ოპოზიციის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივების იგნორირებას

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მმართველ გუნდს მიმართავს, ნუ ახდენს ოპოზიციის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივების იგნორირებას და ნუ ანიჭებს პრიორიტეტს მხოლოდ უმრავლესობისა და მთავრობის კანონპროექტებს.

შესაბამისი მოწოდება გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. მან კოლეგებს შეახსენა, რომ გასულ სასესიო კვირას ორი პლენარული სხდომა არ ჩატარდა და მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურული იყო.

„ამ დროს დღის წესრიგში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 5 კანონპროექტი და ოპოზიციის 15 კანონპროექტია შესული, რომელიც პარლამენტმა არ განიხილა. მიდგომა არის ასეთი, რომ ოპოზიციის კანონპროექტები სათვალავში არ შედის“, - განაცხადა რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე.

გოცირიძის უკმაყოფილებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი გამოეხმაურა.

კახიანმა აღნიშნა, რომ პროექტების განხილვის გადადება თავად ოპოზიციის თხოვნით ხდება, თუმცა მისი არგუმენტი რომან გოცირიძემ არ გაიზიარა და განაცხადა, რომ ასეთ მხოლოდ ერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ