გიორგი მარგველაშვილი - დავინახე, რომ იყო მცდელობა ლევან ვასაძის  დემონიზაციის, 40 წელი ერთად გავატარეთ და მას ცხოვრებაში არავინ დაუჩაგრავს

დავინახე, რომ იყო მცდელობა ლევან ვასაძის დემონიზაციის - 40 წელი ერთად გავატარეთ და მას ცხოვრებაში არავინ დაუჩაგრავს, არავის წინააღმდეგ ბოროტება არ გაუკეთებია“, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუ მოხდება ერთმანეთის დემონიზაცია, ერთის მხრივ ქრისტიანობის თუ მეორეს მხრივ, თავისუფლებისა და ლიბერალიზმის სახელით, ერთსა და იმავე შედეგს მივიღებთ. მისი თქმით, არსებული რეალობა, საბოლოო ჯამში, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული შეტევაა.

„მე და ლევანი 10 წლიდან ერთად ვართ და დავინახე, რომ იყო მცდელობა ლევანის დემონიზაციის. 40 წელი ერთად გავატარეთ ცხოვრებაში და მას არავინ დაუჩაგრავს, არავის წინააღმდეგ ბოროტება არ გაუკეთებია. ჩვენ განსხვავებულ პოზიციაზე ვართ, ჩემთვის LGBTQ თემის დარდი ბოლომდე გასაგებია, მაგრამ მეორეს მხრივ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ თუ მოვახდენთ ერთმანეთის დემონიზაციას, ერთმანეთს დავარქმევთ კოშმარულ სახელებს, ერთნი გავაკეთებთ ამას ქრისტიანობის სახელით, როდესაც ქრისტიანობაში საერთოდ არაფერი წერია ამის შესახებ და მეორეები ამას გავაკეთებთ თავისუფლების, ლიბერალიზმის სახელით და შევეცდებით შევიზიზღოთ განსხვავებული - ზუსტად ერთი და იგივე მიმართულებით მიმავალი გზაა.

მე არც ერთ შემთხვევაში არ მინახავს კრიმინალის ნიშნები და ნუ დავარქმევთ ამას კრიმინალს სანამ ეს კრიმინალი არ არის. როგორც კი სიტყვის თავისუფლება გადავა ქმედებაში და მაგალითად, მოხდება ერთი ადამიანის მაინც ფიზიკურად ხელყოფა, იქ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო. მეტიც, სახელმწიფო მანამდეც უნდა ჩაერთოს და არ უნდა დაუშვას შეჯახება და დაპირისპირება. ჩემს მეგობრებს შორის არიან ორივე ბანაკის წარმომადგენლები, მარტო ლევანზე არ ვსაუბრობ და მაქვს მუდმივი მცდელობა დავანახო სხვა რეალობა, რომლის თაობაზეც შესაძლოა, მე უფრო მეტი ვიცი, ვიდრე მათ. ეს რეალობა არის თავიდან ბოლომდე, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევა, რომელიც ამ ფორმატში ჯდება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა "ტვპირველის" ეთერში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში