ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-22 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი კობახიძე შეხვედრებს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, ოგტაი ასადოვთან, ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერმინისტრ ნოვრუზ მამადოვთან გამართავს.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალური ასამბლეის 53-ე პლენარულ სესიას დაესწრება.

პლენარული სესიის მუშაობაში, ასევე, მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, რომელსაც ოთარ დანელია ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავს და „მარადიული ცეცხლის“ კომპლექსს გვირგვინით შეამკობს.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: ზვიად ძიძიგური, მახირ დარზიევი, რუსლან გაჯიევი, სავალან მირზოევი, აზერ სულეიმანოვი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს