გურამ ფალავანდიშვილი - ჩემი დაკავება აბსოლუტურად ტყუილად მოხდა

ჩემი დაკავება აბსოლუტურად ტყუილად მოხდა, - ამის შესახებ ლევან ვასაძის მხარდამჭერმა, გურამ ფალავანდიშვილმა ვერის ბაღში ჟურბალისტებს განუცხადა მისი თქმით, დაკავებას ერთი დადებითი მხარე ის აქვს, რომ "შეთხელდა და ახლა უფრო მეტადაა საბრძოლო ფორმაში".

"ჩემი დაკავება მოხდა აბსოლუტურად ტყუილად. დამწამეს ცილი, რომ ვიღაცას შევაგინე. ადრე რომ დავუკავებივარ, შეიძლება ღირსი ვიყავი, ხან კვერცხი ვისროლე, ხან ჯიკაობა იყო, მაგრამ ახლა არაფერი არ გამიკეთებია. მანქანაში წყნარად ჩავჯექი, მაგრამ ოქმი შეადგინეს, რომ ვითომ წინააღმდეგობა გავუწიე და შევაგინე. ყველაფერი ტყუილია. ერთი პლიუსი აქვს ამ ყველაფერს, რომ ცოტა შევთხელდი და უფრო მეტად ვარ საბრძოლო ფორმაში. არ მგონია, რომ რამე გართულება მოხდეს. როგორც გუშინ ჩაატარეს ლგბტ თემის წარმომადგენლებმა დახურული ღონისძიება, ისე არ გამოფენენ ახლაც თავის მისამართს“ - აღნიშნა ფალავანდიშვილმა.

კითხვაზე, რას მოიმოქმედებენ ლევან ვასაძის მხარდამჭერები, თუკი ჩატარდება ლგბტ პრაიდის ღონისძიებები, ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ მათთვის მთავარია, ეს საკითხი არ იყოს დაანონსებული, მაგრამ თუკი ისინი მედიიდან შეიტყობენ ლგბტ ს ღონისძიებების ჩატარების შესახებ, ისინი ადგილზე აუცილებლად მივლენ და მშვიდობიანად გაუწევენ წინააღმდეგობას.

რაც შეეხება იმ აქციას, რომელიც პარლამენტის წინ იმართება, ფალავანდიშვილის განცხადებით, მართალია ვასაძის მხარდამჭერებიც გმობენ რუსულ ოკუპაციას, მაგრამ მასში იმიტომ არ მიიღებენ მონაწილეობას, რომ ეს აქცია ლგბტ თემის მხარდამჭერების მიერაა მართული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?