ირაკლი კობახიძე - თუ ნიკა მელია  რაიმე ისეთს განიზრახავს, რაც არ ჯდება კანონის ჩარჩოებში, მაშინვე მიიღებს მყისიერ პასუხს

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, აღნიშნულ მოთხოვნაზე ის სერიოზულ კომენტარს არ გააკეთებს. კითხვას, ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ თითოეული ღონისძიების მენეჯმენტზე, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი.

„მე ამასთან დაკავშირებით შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთება იმ ადამიანების მოთხოვნაზე, რომლებიც ამ განცხადებით გამოდიან, ვერ გავაკეთებ, კონკრეტული მიზეზების გამო.

პარლამენტის თავმჯდომარე თითოეული ღონისძიების მენეჯმენტზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია. აქ კიდევ ერთხელ უნდ გაიმიჯნოს მაკრო და მიკრო მენეჯმენტი. რაც შეეხება ამ ღონისძიების დაგეგმვას თავისი დეტალების ჩათვლით, იქ წინასწარ იყო ყველა ნიუანსი გათვლილი და შესაბამისი ზომები მიღებული, თუმცა ამ მასშტაბის პროვოკაციის წინასწარ გათვლა და ყოველგვარი განვითარებისთვის წინასწარ რეაქცისთვის შემზადება არ არის მარტივი. თუმცა უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან რეაქცია იყო მყისიერი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე, გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებას, რომ თუ იგი 1 საათის მანძილზე დაკავებულ თანადებობას არ დატოვებს, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შევლენ.

„თუ ნიკა მელია რაიმე ისეთს განიზრახავს, რაც არ ჯდება კანონის ჩარჩოებში, მაშინვე მიიღებს მყისიერ პასუხს,“- აღნიშნა კობახიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია