„ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაშავებულმა ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორის გიორგი კორძახიას ინფორმაციით, მათ კლინიკაში, რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაშავებული 24 ადამიანი შეიყვანეს, საიდანაც 18 მკურნალობას აგრძელებს.

როგორც კორძახიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

„ღამის საათებში კლინიკაში შემოვიდა 24 პაციენტი. აქედან 6 უკვე გაწერილია ბინაზე. ჩატარდა 6 ოპერაცია. პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, სტაბილური. 2 ოპერაცია დასრულდა თვალის ამოღებით. მათ მხედველობა სრულად არ დაუკარგავთ. მხოლოდ იმ თვალზე დაკარგეს, რომელიც ამოვიღეთ. დანარჩენზე მიმდინარეობს კვლევები და დაკვირვება. პაციენტების გაწერა დამოკიდებული იქნება მათ მდგომარეობაზე. დავაკვირდებით და მოგვიანებით მოგახსენებთ.

თვალის დაზიანებები მიყენებული იყი უცხო სხეულით. დანარჩენი საჭიროებს საექსპერტო დასკვნას",- განაცხადა კორძახიამ.

რაც შეეხება სხვა დაზიანებებს, ექიმის ინფორმაციით, პაციენტებს ასევე აღენიშნებათ ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები, ასევე არის ჭრილობები.

მისივე ინფორმაციით, ინტოქსიკაციის დიაგნოზით „ნიუს ჰოსპიტალსში“ არავინ შეუყვანიათ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს