ხათუნა გოგორიშვილი -  ნულოვანი ბარიერი ნიშნავს, რომ ახალი პარტიების შექმნას გამოაცხადებენ, სასახლის კართან რიგი დადგება, მაგრამ ეს ივანიშვილს ვერ უშველის

სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა დაიწყოს ეს ყველაფერი მომავალი კვირიდან, გასაგებია, რომ თალაკვაძის გათავმჯდომარეობა, ღამე ბიძინასთვის ტკბილი ძილის გარანტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთი კვირა არ უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხზე, - აღნიშნულის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და იქვე დასძინა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობას, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს „ევროპული საქართველო“ ხვალიდანვე მოითხოვს.

"აუცილებლად ჩავერთვებით ამ პროცესში." ქართული ოცნება" არის ცნობილი მატყუარების გუნდი, რომელიც ერთს ამბობს და მეორეს - აკეთებს, ბოლო დღეებში ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. ის, რომ დღეს გააკეთეს განცხადება პროპორციულზე გადასვლაზე , ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი სწორედ ჩაიწერება კანონში. რა თქმა უნდა, განა თვალის მიდევნება სჭირდება ამ პროცესს, ჩაქუჩებით თავზე დადგომა სჭირდება და გაძლევთ პირობას, რომ ამას ჩვენ გავაკეთებთ", -განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა იმ რისკებზე, რომელიც ნულოვან ბარიერს ახლავს და არ გამორიცხა სატელიტი პარტიების შექმნა საარჩევნოდ. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ოდნავ მაინც რუსეთისკენ ცალ თვალს გააპარებს, ვერ იქნება მხარდაჭერილი ქართველი მოსახლეობის მიერ.

„მთავარია, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან შეშინებულია და გაჭირვებული, დღეს ემჩნეოდა როგორ გამოიყურებოდა. ის, რომ პროპორციულ არჩევნებზე დათანხმდა ივანიშვილი, ეს ყველაფერზე ლაპარაკობს. ხალხის პროტესტმა, ხალხის პრინციპულობამ თავის შედეგს მიაღწია. რა თქმა უნდა, ნულოვანი ბარიერი ეს ნიშნავს იმას, რომ გამოაცხადებენ ახალი პარტიების შექმნას, დადგება რიგი სასახლის კართან, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ უშველის ბიძინა ივანიშვილს. ახალი „პატრიოტთა ალიანსი“ არ შეიქმნება საქართველოში და ამის გარანტი არის ხალხი, რომელიც აპროტესტებს ხელისუფლების დამოკიდებულებას ადამიანებისადმი და მოქალაქეებისადმი. რამდენი პარტიაც არ უნდა შექმნან, ყველა ყველას იცნობს საქართველოში და ყველამ იცის ვის რა ღირებულებები და ფასეულობები აქვს. არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ოდნავ მაინც რუსეთისკენ ცალ თვალს გააპარებს, ვერ იქნება მხარდაჭერილი ქართველი მოსახლეობის მიერ და ვერ მოიპოვებს თუნდაც ერთი მანდატისთვის საჭირო ხმების რაოდენობას. რაც შეეხება კოლოსალურ პარტიებს, რაც უფრო მეტი იქნება და რაც უფრო მეტი საღად მოაზროვნე და ჯანმრთელი ადამიანი იქნება პარლამენტში, მით უკეთესი", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება